ბექა ბოკუჩავა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი, სტიპენდიატი.

ვკითხულობ ფილოსოფიური წიგნებს. ასევე, რეალურ ისტორიებზე აგებული რომანებს.

ვუსმენ კლასიკურ და კლასიკურ როკმუსიკას. ამჟამად, ხშირად ვუსმენ „Enigma”-ს „Amen”- ს. ღრმა ფსიქოლოგიური კომპოზიციაა, აზიურ-ევროპული ჰარმონიებით.

ვფიქრობ ბევრ რამეზე. საათობით ვუსმენ ემოციურ მუსიკას და ვფიქრობ.  ყოველი ხანგრძლივი ფიქრის მერე იბადება არამარტო ახალი იდეები ჩემში, არამედ ახალი ადამიანიც.

მიყვარს ადამიანების საფუძვლიანი შესწავლა, ადამიანის ვიზუალიდან მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის აგება.  საათობით ვსეირნობ ქუჩებში, ვეძებ საინტერესო ადამიანებს, ვაკვირდები. ვუღრმავდები მუსიკის ფონზე,  რადგან ყველაზე მეტ სიყვარულს, ემოციას, უტყუარობას მუსიკაში ვხედავ.

ვურჩევდი ყველას, იყვნენ მეტად თავისუფლები, ახსოვდეთ, რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისათვის, რომ იყოს ომები, უაზრო ტრადიციები, მკვლელობები, თვითმკვლელობები. არ მიყვარს სხვების დამოძღვრა, მაგრამ ვურჩევდი, დაივიწყონ წარსული, შექმნან საკუთარი აწმყო.

მინდა დამთავრდეს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა აზროვნება ჩვენში. დავინახო მეტი პოზიტიური, ბედნიერი ადამიანი.

 

Facebook
Twitter
LinkedIn