ელენე მიდელაშვილი

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტი ასტროფიზიკის მიმართულებით

?ვკითხულობ ბევრს. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს კითხვა. ვკითხულობ ყოველდღე, სხვადასხვა ჟანრს, პოეზიიდან – სამეცნიერო პუბლიკაციების ჩათვლით.

◾ვუსმენ განწყობის მიხედვით. ხანდახან განწყობა განაპირობებს მუსიკის შერჩევას, ზოგჯერ კი ისეთ მუსიკას ვირჩევ, რომელიც განწყობას შემიცვლის. დღეში რამდენჯერმე შეიძლება შევიცვალო ჟანრი, თუმცა ყველაზე ძლიერ კლასიკური მუსიკა მიყვარს, ყველაზე მეტად მოქმედებს ჩემზე.

⚪ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მაინტერესებს ადამიანი და ამან განაპირობა ფსიქოლოგიის, ჩემი მეორადი პროფესიის არჩევა. განსაკუთრებით მიყვარს ბავშვები, მათთან თამაში და საუბარი.

? მაინტერესებს სამყარო. ამიტომ დავიწყე ფიზიკის შესწავლა, ასტროფიზიკამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა. ადამიანები ამ ერთი პატარა პლანეტიდან ვაკვირდებით და ვცდილობთ, შევიცნოთ სამყარო; მათემატიკური გამოთვლებით ვიგებთ, როგორია ჩვენგან მილიონობით სინათლის წლით დაშორებული ობიექტების თვისებები. ეს განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩემში. ამჟამად ჩემს ხელმძღვანელთან, გია მაჩაბელთან, ერთად ვიკვლევ მაღალი სიხშირის გამოსხივებას ნეიტრონულ ვარსკვლავებში.

?მინდა საქართველოში მეცნიერება დაფასდეს და სათანადოდ მოწესრიგდეს განათლების სისტემა.

? შევცვლიდი საზოგადოებას მეტი კეთილგანწყობისკენ, მეტი პოზიტივისა და მშვიდობისკენ….

◾ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, პროფესიად აირჩიონ ის საქმე, რის კეთებაც მთელი ცხოვრება გააბედნიერებთ.

?ჩემი პროფესია არის ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ჩემი მომავალი. ჩემი პროფესია ჩემი ჰობია.