გიორგი ბულია

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი

🔶 ვკითხულობ იმას, რაც მომესურვება, თავს არ ვიზღუდავ. ეს შეიძლება იყოს ბლოგპოსტი, ინტერვიუ, მოთხრობა თუ სხვა რამ.

◾ვუსმენ უამრავ რამეს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა თუ ჟანრისა. ასევე, ხშირად ვუსმენ გარემოს, ნატურალური ხმებით მიღებულ ქაოტურ კომპოზიციებს.

🔷 ვუყურებ ყველაფერს, დაბალბიუჯეტიანი, „თრეშ“ ფილმებიდან „არტჰაუს“ ფილმებამდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემ სიმპათიას ვერ იმსახურებს.

🔴მიყვარს ხელოვნება, საინტერესო დიალოგი, თეთრად გათენებული ღამეები, ქუჩაში ხეტიალი და მოგზაურობა.

🔸მაინტერესებს უამრავი რამ, ერთს ვერ გამოვარჩევ.

▪მუსიკა არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმ ცოტაოდენიდან, რომელიც ცხოვრებას თუნდაც პატარა არსს თუ სიამოვნებას ჰმატებს.