გუჯა კობერიძე

Share Button

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

სპეციალობა: ევროპისმცოდნეობა
სპორტსმენი, ძალისმიერი სამჭიდი

2016 წელი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
2014-2015 წლები – შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონი
2015 წელი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
2013-2016 წლები – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
ფლობს 20 მედალს.

? ვკითხულობ: ფანტასტიკას და დეტექტივებს.

◾ვუსმენ: ძირითადად  როკს, მაგრამ განწყობის მიხედვითაც ვაკეთებ არჩევანს.

?მიყვარს: ზღვა.

? მომწონს: სამურაების ფილოსოფია. ისინი ყოველდღე იღვიძებენ იმ ფიქრით, რომ ეს დღე მათთვის უკანასკნელი შეიძლება იყოს.

?არ მომწონს: როცა უსამართლობას ვხედავ ან ვინმეს ჩაგრავენ.

▪მიზანი: წელიწადში მინიმუმ 4 ჩემპიონატის მოგება. სხვა მიზნებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველას მიმართ.

?სპორტი არის: ის რასაც, დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ, მაგრამ ბევრი რამეა ჩემთვის სპორტზე უპირატესი ცხოვრებაში.

?ილიაუნი არის:  ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული და კარგი ადამიანი.

⚪სტუდენტებს ვურჩევდი: მეტ ღიმილს და ნაკლებ აგრესიას.