ლაშა სუხიშვილი

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი​; ​პასკალის პრემიის ლაურეატი 2015 და 2016 წლებში

🔶 ვკითხულობ წიგნებს, რომლებიც მიდევს თაროზე, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, საერთო ჯგუფში ვერ გავაერთიანე; ვკითხულობ, ასევე, პროფესიულ ლიტერატურას.

🔴 ​​ვუსმენ​ ელექტრონულ მუსიკას, ზოგიერთი ქვეგანხრის გამოკლებით; ასევე – ჯაზს და მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა ცოცხალი შესრულებით.​

​​ვუყურებ​ ​ფილმებს, რომელიც იმ დროის განწყობას შეესაბამება. მომწონს კინოფესტივალებზე გამოტანილი არაჰოლივუდური ფილმები.

🔺​​მიყვარს​ კონტრასტები – მოკლე პერიოდში გარემოების სწრაფი ცვლა.​

⚪ ​​მაინტერესებს ყველაფერი დედამიწის ზურგზე და მიწის ქვეშ, მგონი, კიდევ უფრო.

​​ვერთობი ​ქალაქგარეთ გასვლით, მეგობრებთან ურთიერთობით და „წმ. პარასკევობით“.

🔸მინდა,​ საქართველოში შემოვიდეს ბევრი თანამედროვე ცოდნა და ახალგაზრდებს და „ძველგაზრდებს“ ხელი მიგვიწვდებოდეს განვითარების ამ ხელსაწყოზე; მინდა თავებში საბჭოთა კავშირის ნგრევა; მინდა Cards Against Humanity-ის თამაში.

🔴 შევცვლიდი ​საქართველოს დედაქალაქს.

🔷​​ჩემი პროფესია არის​ იმის გამოძიება, თუ როდის და როგორ​ წარმოიქმნება მთები და ამ პროცესში რა გავლენას ახდენს ჩვენზე მეწყრების,მიწისძვრების, მდინარეების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა გამოვლინებებით.