მიხა კეკელია

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მაგისტრანტი ეკოლოგიის მიმართულებით, ილიაუნიში სტუდენტური კლუბის (Iliauni HikingClub) ერთ-ერთი დამფუძნებელი

🔶ვკითხულობ იმას, რითიც ვინტერესდები.

ვუსმენ  ყველაფერს,  რაც სიამოვნებას მანიჭებს. ადრე, უმეტესწილად როკს ვუსმენდი, მაგრამ ეს ხელს საერთოდ არ მიშლიდა, რომ სხვა ჟანრებისთვისაც მომესმინა.

🔷ვუყურებ ყველაფერს, რაც ჩემში ინტერესს აღძრავს. გამოცდილებაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ არაჰოლივუდური ფილმები უფრო მაინტერესებს, თუმცა ჰოლივუდურსაც დიდი სიამოვნებით ვუყურებ.

🔺მაინტერესებს ძალიან ბევრი რამ, რის შესწავლასაც ვისურვებდი, რომ არა დროის სიმცირე. ყოველთვის ვცდილობ, არ შევიზღუდო თავი, რის გამოც დროდადრო ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით მეზრდება. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ლაშქრობებში სიარულია. ჩემმა მეგობრებმა და მე ჩამოვაყალიბეთ  Iliauni Hiking Club – კლუბის სახით შევქმენით სივრცე, სადაც ლაშქრობებით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, გაიცნონ ერთმანეთი; მიიღონ საბაზისო ცოდნა ლაშქრობების შესახებ და გამოიმუშაონ ის უნარები, რაც გამოადგებათ სამომავლო ლაშქრობებისთვის. პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი შენაძენი, რაც კლუბმა შემმატა, იმ ადამიანთა სიმრავლეა, რომლებთანაც ძალიან კარგი მოგონებები და დღემდე ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. ზოგადად, სიახლეების აღმოჩენა და „თავგადასავლები“ – როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

🔸მინდა,  რომ მომავალი თაობები მენტალურად აღარ იყვნენ წინა თაობების სრული ანარეკლები.

სტუდენტებს ვურჩევდი, არ იყვნენ კატეგორიული აზროვნების. იყავით გამბედავები და ყოველთვის თავისუფლად გამოხატეთ საკუთარი აზრი, იმის მიუხედავად, იზიარებენ თუ არა თქვენს მოსაზრებას ოჯახის უახლოესი წევრები თუ საზოგადოებრივი ჯგუფები.