ნარმინა გუსეინოვა

Share Button

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი სოციოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში.

? ვფიქრობ ყველაფერზე, რამაც შეიძლება სხვას ბედნიერება და სარგებლობა მოუტანოს. ვფიქრობ საკუთარი თავის შესწავლასა და განვითარებაზე.

◾ვუსმენ ყველა ქვეყნის, ჟანრის  მუსიკას ყველა ენაზე, მაგალითად, აფრიკელ ჰაბიბ კოიტეს, ბერძენ ელენ ვიტალის, ირანელ იალდა აბასის, კორეელ ლი ჰის და .შ. მუსიკას ჩემთვის საზღვრები ან ეროვნება არ გააჩნია.

?მიყვარს ყველა და ყველაფერი, ვინც ან რაც თავისთვისაა და სხვას არ აზიანებს.

? ჩემი პროფესია სოციოლოგია, ავირჩიე ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. აზერბაიჯანული კულტურის ოჯახში გავიზარდე საქართველოში და ეს იყო საზოგადოების პირველი „მრავალფეროვნება“ ჩემთვის. საზოგადოების ამ თუ სხვა დანარჩენ მრავალფეროვნების უკეთ გასაცნობად და გასაანალიზებლად კი მჭირდებოდა სპეციალობა და მეცნიერება საზოგადოების შესახებ, ეს კი სოციოლოგიაა. სოციოლოგია ზუსტად ის არის, რასაც შეუძლია, პასუხი გამცეს ძალიან ბევრ კითხვაზე; ეს არის ის, რაც მაინტერესებს და მიზიდავს.

▪როცა დავბრუნდები გავივლი კიდევ ერთ, გაზაფხულის სემესტრს და დავამთავრებ უნივერსიტეტს. შემდეგ კი ჩავაბარებ მაგისტრატურაში ისევ სოციოლოგიის მიმართულებით. მინდა, მაგისტრატურა გავიარო ან საქართველოში, ილიაუნიში, ან ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა: გერმანია, ბრიტანეთი, ირანი ან სინგაპური. ვფიქრობ, უკანასკნელი ორი ქვეყნის უნივერსიტეტები აღმოსავლეთის უკეთ გასაცნობად ძალიან სასარგებლო იქნება ჩემთვის, როგორც სოციოლოგისთვის.

? სტუდენტებს ვურჩევ  “Carpe Diem”-, რათა მაქსიმალური მიიღონ ცხოვრებისგან და ასევე, პირიქით, გასცენ, სანამ დრო და შესაძლებლობა აქვთ.

ილიაუნი არის ძალიან ახალგაზრდული, ენერგიული, პროგრესული და განვითარებული უნივერსიტეტი, ორიენტირებული – სტუდენტების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, რის კარგი მაგალითია სტუდენტური კლუბები. ცდილობს, მოერგოს (და ძალიან კარგადაც გამოსდის) სტუდენტების იდეებს, ინოვაციებს, სურვილებს; მაქსიმალურად ცდილობს, მეტი მიაწოდოს სტუდენტს, გაუღოს მეტი კარი. ამის მაგალითია გაცვლითი პროგრამები არაერთ ქვეყანაში. მუდამ მრავალფეროვანია და სხვადასხვა ახალ პროექტებს სთავაზობს სტუდენტებს...

ამ შეკითხვაზე ეს იქნებოდა ჩემი პასუხი, სანამ ირლანდიაში დავიწყებდი სწავლას; ახლა კი, როცა ირლანდიაში ვსწავლობ, ორი უნივერსიტეტის შედარების შედეგად, დავამატებ, რომ ირლანდიაში ლექტორი მოვალეობით შემოიფარგლება, ილიაუნიში კი ლექტორები მართლა ცდილობენ, სტუდენტმა მაქსიმალური ცოდნა მიიღოს, და ამისთვის მოვალეობაზე მეტსაც აკეთებენ. ლიმერიკის უნივერსიტეტის ლექტორებისგან განსხვავებით, ილიაუნიში არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ლექციებითა და გამოცდებით, აინტერესებთ, იმის იქით რა ხდება, კიდევ როგორ შეიძლება, სტუდენტს ცოდნა გაუზიარონ. ილიაუნი ძალიან კარგი შანსი და შესაძლებლობაა ყველა სტუდენტისთვის, თუ ეს უკანასკნელი მას თავის და ყველას სასიკეთოდ გამოიყენებს.