გიორგი ბულია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი

? ვკითხულობ იმას, რაც მომესურვება, თავს არ ვიზღუდავ. ეს შეიძლება იყოს ბლოგპოსტი, ინტერვიუ, მოთხრობა თუ სხვა რამ.

◾ვუსმენ უამრავ რამეს, განურჩევლად მისი წარმომავლობისა თუ ჟანრისა. ასევე, ხშირად ვუსმენ გარემოს, ნატურალური ხმებით მიღებულ ქაოტურ კომპოზიციებს.

? ვუყურებ ყველაფერს, დაბალბიუჯეტიანი, „თრეშ“ ფილმებიდან „არტჰაუს“ ფილმებამდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემ სიმპათიას ვერ იმსახურებს.

?მიყვარს ხელოვნება, საინტერესო დიალოგი, თეთრად გათენებული ღამეები, ქუჩაში ხეტიალი და მოგზაურობა.

?მაინტერესებს უამრავი რამ, ერთს ვერ გამოვარჩევ.

▪მუსიკა არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმ ცოტაოდენიდან, რომელიც ცხოვრებას თუნდაც პატარა არსს თუ სიამოვნებას ჰმატებს.

 

თინათინ იობიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის მაგისტრანტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს იენის (გერმანიაში) ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში.

? ვკითხულობ კლასიკურ ლიტერატურას.

◾ვუსმენ ყველაფერს, მძიმე როკის გარდა.

?ვფიქრობ მომავალზე.

? მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

⚫ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ თეზისის დაცვასა და მაგისტრატურის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიპოვო სამსახური, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას.

? რატომ ჩემი პროფესია: „იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს, და არცერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“. კონფუცის ამ შეგონების არ იყოს, პროფესიად ის საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მომწონდა. საერთაშორისო ურთიერთობები ღრმა, კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც მუდმივ სწავლას, კვლევას, თვითგანვითარებას მოითხოვს.

ყველა ჩვენგანი საერთაშორისო სისტემის ნაწილები ვართ; ჩვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გავლენას ახდენს პოლიტიკურ მოვლენებზე და, პირიქით, პოლიტიკური მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩემ მიერ არჩეული პროფესია მაძლევს მიმდინარე მოვლენების უკეთ გაგებისა და კომპეტენტურად გაანალიზების საშუალებას, ამიტომაც არის ის ასე საინტერესო და მიმზიდველი.

? სტუდენტებს   ვურჩევ, არ დაიშურონ ძალისხმევა და მონაწილეობა მიიღონ იმ გაცვლით პროგრამებში, რომლებსაც ილიაუნი გვთავაზობს. ეს არის პირადი და პროფესიული განვითარების არაჩვეულებრივი საშუალება; საინტერესო, სასარგებლო და სახალისო გამოცდილება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს მომავალზე და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.

 

მარი ბუგიანიშვილი

ილიაუნის სამართლის სკოლის, III კურსის სტუდენტი

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ფინეთში, ტურკუს უნივერსიტეტში.

? ვფიქრობ სამყაროს წარმოშობაზე, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.

◾ვკითხულობ ისტორიული და დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას.

? ვუსმენ  კლასიკურ მუსიკას.

?მიყვარს მოგზაურობა, კითხვა.

? მაინტერესებს  ადამიანებთან ურთიერთობა კანონებთან მიმართებაში. „სახელმწიფო“, ჩემი აზრით, უპირველესად, სწორედ კანონია. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად საინტერესოც. ამიტომაც ავირჩიე პროფესიად სამართალი.

⚫ ილიაუნი არის უნივერსიტეტი ყველაზე საინტერესო და ბევრი პროგრამით. აქ სტუდენტს აქვს დიდი არჩევანი, თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა, თვითდამკვიდრების დიდი შანსი და პროფესიონალ, ყურადღებიან, გულისხმიერ ლექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.

▪ სტუდენტებს ვურჩევ,  იყვნენ აქტიურები, მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე, იმოგზაურონ ბევრი, გაეცნონ სხვა ხალხის კულტურას და დააფასონ საკუთარი.

ნარმინა გუსეინოვა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი სოციოლოგიის მიმართულებით.

ამჟამად, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში.

დაწვრილებით „ნარმინა გუსეინოვა“

ბექა ბოკუჩავა

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი, სტიპენდიატი.

დაწვრილებით „ბექა ბოკუჩავა“

გუჯა კობერიძე

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

სპეციალობა: ევროპისმცოდნეობა
სპორტსმენი, ძალისმიერი სამჭიდი
დაწვრილებით „გუჯა კობერიძე“

თამარელა არჩვაძე

ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი ილიაუნიში; ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 20-ეულში.

დაწვრილებით „თამარელა არჩვაძე“