თინათინ იობიძე

Share Button

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამის მაგისტრანტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით

ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს იენის (გერმანიაში) ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში.

🔶 ვკითხულობ კლასიკურ ლიტერატურას.

◾ვუსმენ ყველაფერს, მძიმე როკის გარდა.

🔷ვფიქრობ მომავალზე.

🔸 მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა.

⚫ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ თეზისის დაცვასა და მაგისტრატურის დასრულებას. ასევე, მნიშვნელოვანია, ვიპოვო სამსახური, რომელიც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ განვითარებას.

🔺 რატომ ჩემი პროფესია: „იპოვე საქმე, რომელიც გიყვარს, და არცერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობა“. კონფუცის ამ შეგონების არ იყოს, პროფესიად ის საქმე ავირჩიე, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და მომწონდა. საერთაშორისო ურთიერთობები ღრმა, კომპლექსური მეცნიერებაა, რომელიც მუდმივ სწავლას, კვლევას, თვითგანვითარებას მოითხოვს.

ყველა ჩვენგანი საერთაშორისო სისტემის ნაწილები ვართ; ჩვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, გავლენას ახდენს პოლიტიკურ მოვლენებზე და, პირიქით, პოლიტიკური მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე. ჩემ მიერ არჩეული პროფესია მაძლევს მიმდინარე მოვლენების უკეთ გაგებისა და კომპეტენტურად გაანალიზების საშუალებას, ამიტომაც არის ის ასე საინტერესო და მიმზიდველი.

🔷 სტუდენტებს   ვურჩევ, არ დაიშურონ ძალისხმევა და მონაწილეობა მიიღონ იმ გაცვლით პროგრამებში, რომლებსაც ილიაუნი გვთავაზობს. ეს არის პირადი და პროფესიული განვითარების არაჩვეულებრივი საშუალება; საინტერესო, სასარგებლო და სახალისო გამოცდილება, რომელიც დადებითად აისახება თქვენს მომავალზე და მთელი ცხოვრება გემახსოვრებათ.