Entrepreneurship World Cup

Entrepreneurship World Cup საერთაშორისო სტარტაპკონკურსია, რომელშიც 100 ქვეყნის 60 000-ზე მეტი ანტრეპრენერი მონაწილეობს.

კონკურსი ხორციელდება Global Entrepreneurship Network (GEN)-ის Misk Global Forum (MGF)-თან თანამშრომლობით. საქართველოში პროექტის პარტნიორია GEN Georgia.

კონკურსში მონაწილეობდნენ ადრეულ ეტაპზე მყოფი ანტრეპრენერები, EWC Georgia 2019 წლის გამარჯვებული კი გახდა პროექტი Automechanic, რომელიც წარმოადგინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანტრეპრენერების ჯგუფმა თამარ მახარიაშვილის, ქეთი ბერუაშვილისა და ანდრია თურვანდიშვილის შემადგენლობით.

პროექტი მიზნად ისახავს ავტომექანიკოსების მონაცემთა ბაზის შექმნას და  ავტომანქანის მფლობელებისთვის მათთან წვდომის გამარტივებას.პროექტის გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ორთვიან გლობალურ ვირტუალურ სააქსელერაციო პროგრამაში და წვდომას

  • სტარტაპსაგანმანათლებლო რესურსებთან
  • უცხოელ მენტორებთან
  • ვირტუალურ ტრენინგკურსთან

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ 500 000$-ის ღირებულების სერვისები ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა: Oracle, Google Cloud, Shopify, Slack და Stripe და ჩაერთვებიან კონკურსის გლობალურ ფინალში, რომელიც ნოემბერში საუდის არაბეთში გაიმართება.

Share Button