ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი
სპეციალობა: ევროპისმცოდნეობა
სპორტსმენი, ძალისმიერი სამჭიდი
2016 წელი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
2014-2015 წლები – შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონი
2015 წელი – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი
2013-2016 წლები – საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი
ფლობს 20 მედალს.
? ვკითხულობ: ფანტასტიკას და დეტექტივებს.
◾ვუსმენ: ძირითადად როკს, მაგრამ განწყობის მიხედვითაც ვაკეთებ არჩევანს.
?მიყვარს: ზღვა.
? მომწონს: სამურაების ფილოსოფია. ისინი ყოველდღე იღვიძებენ იმ ფიქრით, რომ ეს დღე მათთვის უკანასკნელი შეიძლება იყოს.
?არ მომწონს: როცა უსამართლობას ვხედავ ან ვინმეს ჩაგრავენ.
▪მიზანი: წელიწადში მინიმუმ 4 ჩემპიონატის მოგება. სხვა მიზნებზე ხმამაღლა ლაპარაკი არ მიყვარს, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ყველას მიმართ.
?სპორტი არის: ის რასაც, დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობ, მაგრამ ბევრი რამეა ჩემთვის სპორტზე უპირატესი ცხოვრებაში.
?ილიაუნი არის: ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული და კარგი ადამიანი.
⚪სტუდენტებს ვურჩევდი: მეტ ღიმილს და ნაკლებ აგრესიას.