მარიამ ლაღუნდარიძე

მარიამ ლაღუნდარიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრი,  Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია).

ვფიქრობ საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, რადგან ლიტერატურა ძალიან ბევრ მიმართულებას აერთიანებს და საშუალება მომეცა, გავცნობოდი ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, სოციოლოგიასა და პოლიტიკას. პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს  უნივერსიტეტის ლექტორებმა, რომლებიც პირველივე კურსიდან მეხმარებოდნენ ჩემი ინტერესების განვითარებაში. ამჟამად განათლების მიმართულებით ვარ დაინტერესებული და ვეუფლები მასწავლებლის პროფესიას, სწავლას ვიწყებ უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე. ვთვლი, რომ ქართულ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი გამოწვევაა და ამ სისტემაში მუშაობა ჩემთვის საინტერესო იქნება. დაინტერესებული ვარ პროექტით „ასწავლე საქართველოსთვის”, რაც გულისხმობს მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდა მასწავლებლების მიზიდვას. მასწავლებლობა ნამდვილად მნიშვნელოვანი პროფესიაა, რადგან მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც ახალგაზრდას უყალიბებს ზოგად წარმოდგენებს სამყაროს შესახებ – ამაზე დიდი პასუხიმგებლობა ძნელად წარმოსადგენია.

დიდი სურვილი მქონდა,რომ ახალ გარემოში მესწავლა და მენახა როგორ მუშაობს ევროპული განათლების სიტემა. ლიმერიკის უნივერსიტეტი წელს ირლანდიის საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა. სწავლა ნამდვილად სასიამოვნო პორცესი იყო: ვსწავლობდი სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის ლიტერატურას, გავეცანი ევროპულ განათლების სისტემას, რამაც გლობალურ ჭრილში დამანახა ჩემი პროფესიის მნიშვნელობა. ახალ გარემოსთან შეგუება საერთოდ არ გამჭირვებია, რადგანაც ირლანდიელი ხალხი საოცრად კომუნიკაბელური აღმოჩნდა, ყველაფერში მეხმარებოდნენ და უცხოდ არ ვგრძნობდი თავს, გარდა ამისა, ჩემს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სტუდენტი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი დამსახურებით მარტივი გახდა უნივერსიტეტში ადაპტირება.

სწავლის პარალელურად  ვცდილობ ჩავერთო პროქტებში, განსაკუთრებით ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის მიმართულებით. მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო პოლიტიკურ კონფერენციაში ბერლინში, სადაც მთელი მსოფლიოს პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ და ჩვენ, ახალგაზრდებს, საშუალება გქვონდა მათთან კომუნიკაციის და ჩვენი ლოკალური პროექტების გაზიარებია.

მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ინფორმირებულობა ყოველთვის არის წარმატების განარანტია. არასდროს იფიქროთ, რომ პროგრამაზე მიღების მოთხოვნებს არ შეესაბამებით. მუდმივი მუშაობა სკუთარ თავზე, სისუსტეების აღმოჩენა და მათი დაძლევა.

განათლების სფეროში არსებული სიახლეებისთვის მუდმივად თვალის დევნების, სწავლისა და შემეცნებითი პროექტების გარდა ჩემი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლაშქრობას. უკვე ოთხი წელია, მოლაშქრე ვარ, ვცდილობ ჩემს მეგობრებთან ერთად აღმოვაჩინო და დავლაშქრო ნაკლებად ცნობილი ადგილები. ამ დროის განმავლობაში ორმაგად დავაფასე ქართული ბუნება და კულტურა, გარდა ამისა, მივხვდი, რომ ლაშქრობა საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის გასაცნობად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უზარამაზარი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ განვითარებაში. შემოთავაზებულმა სწავლის მეთოდებმა და პროფესიონალმა ლექტორებმა საშუალება მომცეს, რომ მიმეღო განათლება არა მხოლოდ ჩემს პროფესიაში, არამედ, ზოგადად, გამეცნო გარშემო მიმდინარე პროცესები, რაც უნივერისტეტის ყველაზე დიდი მიღწევა მგონია.

Share Button