ნანი წიქარიძე – ერთხელ ერასმუსით

სკოლის ასაკიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი და სულ მინდოდა მესწავლა და მემოგზაურა უცხოეთში. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და სასურველ უნივერსიტეტში,ილიაუნიში ჩავირიცხე. პირველივე კურსიდან გავხდი პრეზიდენტის სტიპენდიატი და შემდეგ მოვიპოვეყველასათვის სანატრელი ერასმუსის სტიპენდიაც. ილიაუნში გატარებულ ნაყოფიერ დაუბედნიერეს სტუდენტურ წლებს დაემატა დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე 5-თვიანი პერიოდი, რომელიც დანიაში, UCC-ის უნივერსიტეტში გავატარე.

ჩემმა უნივერსიტეტმა Erasmus +-ის დახმარებით მომცა შესაძლებლობა ბავშობის ოცნება ამეხდინა და სრული დაფინანსებით მესწავლა და მემოგზაურა უცხოეთში. ვფიქრობ, გაწეულმა შრომამ ნაყოფი გამოიღო, ხოლო უცხოეთში გატარებულმა დრომ და შეძენილმა გამოცდილებამ კი დიდი გავლენა მოახდინა ჩემს განვითარებასა და გეგმებზე. საერთაშორისო პროგრამამ სამყარო სხვა თვალით დამანახა, განვვითარდი როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. უცხოეთში გავლილმა პროგრამამ (teacher education) შესაძლებლობა მომცა დავსწრებოდი და უშუალო მონაწილე ვყოფილიყავი კოპენჰაგენში, დანიურ სკოლებში ჩატარებული გაკვეთილებისაც, რომლის დროსაც შევისწავლე უამრავი მეთოდი (the nordic models), რომლებსაც საქართველოში სწავლებისას აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან ჩემს მომავალ პროფესიასთან (teacher, lecturer) მეთოდიკა უშუალოდ არის დაკავშირებული. ყველაზე მეტად სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გამოვარჩევდი, უნივერსიტეტის პროგრამა მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე და უდიდეს როლს თამაშობს პრაქტიკაზე დამყარებული სწავლება.

გარემო თბილი და მეგობრულია, რამდენიმე საგნის მასალებს შორის მსგავსებაც შევნიშნე. როგორც ილიაუნშია სასკოლო პრაქტიკა, ასევეა დანიურ სკოლაში, რაც მეტად გივითარებს პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს.

ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო ადამიანი ჩემი ამერიკელი ლექტორი იყო, რომელიც დანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას, ისევე, როგორც სხვა ლექტორებს და სტუდენტებს, გავაცანი საქართველო და საშობაო არდადეგების დროს იგი ესტუმრა საქართველოს. ის კიდევ გეგმავს აპრილში საქართველოს ესტუმროს ოჯახის წევრებთან ერთად და მოსანახულებელ სიაში ჩემი უნივერსიტეტი, ილიაუნიც შეიყვანა, რამაც ძალიან გამახარა.

the Nordic Model-კურსმა, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია პრაქტიკულ სწავლებაზე, დამანახა, რომ მხოლოდ თეორიის სწავლა არაფერია, თუ ყველაფერი პრაქტიკულად არ გაითავისე. ვფიქრობ, ჩრდილოეთის ქვეყნების მეთოდები გამორჩეულია და მომავალში აუცილებლად გამოვიყენებ.

ვფიქრობ, როდესაც შრომობ, აუცილებლად ფასდება და თუ გინდა ოცნება აისრულო, ისწავლო, იმოგზაურო და განვითარდე, აუცილებლად უნდა გამოიყენო შანსი, რომელსაც უნივერსიტეტი გაძლევს, და სცადო Erasmus+ ის პროგრამა.

Share Button