სოსო კურატიშვილი

სოსო კურატიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი და უფსალის (შვედეთი) უნივერსიტეტის https://www.uu.se/en Department of Government-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილე.

შვედეთში ჩასვლისთანავე სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე, ჩვენი სოციუმისგან ძირეულად განსხვავებული. ამ ქვეყნის ფუნდამენტი თანასწორობაა და ყველა და ყველაფერი სწორედ ამ კონცეპტზეა დაშენებული. ამიტომ  აბსოლუტურად ყველა ცდილობს დაგეხმაროს, დაგიმეგობრდეს და საუკეთესო გამოცდილება დაგიტოვოს.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწავლის იქაურმა სტანდარტმა მოახდინა. ლექტორები ცდილობენ, თავი მათთან თანაბარი სტატუსის მქონედ გაგრძნობინონ. საკმაოდ დიდი დრო ეთმობა დამოუკიდებელ კვლევებს, რომლებიც  სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა საკითხზე დასკვნები თავად გააკეთონ. ეს ყოველივე  საკმაოდ დიდ მოტივაციას ქმნის, რომ მოინდომო და მეტი ისწავლო. აღსანიშნავია,რომ ყველა საგანი ერთდროულად არ ისწავლება. თითოეული მხოლოდ 4-5 კვირას გრძელდება. ვფიქრობ, ეს პრაქტიკა ძალიან საყურადღებოა, კომფორტია, რადგან დროის ერთ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საგანზე ხარ მობილიზებული  და მხოლოდ მისი ჩაბარების შემდეგ იწყებ ახალს.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო საგანი, რომელიც რაც უფსალის უნივერსიტეტში გავიარე, შვედეთის პოლიტიკა იყო. ამკურსმა არა მარტო ქვეყნის საინტერესო ისტორიულ-პოლიტიკური განვითარება გამაცნო, არამედ დამანახა შვედეთის როლი გლობალურ პოლიტიკაში და უკეთ წარმოაჩინა მისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სოციალურ-კულტურული ასპექტი.

შვედეთში, უფსალის უნივერსიტეტში, გატარებულმა დრომ ჩემზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესობისაკენ შემცვალა, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულადაც.

და ბოლოს: ყველას, ვინც ერასმუს+ პროგრამაში ჩართვას აპირებს, ვურჩევ, არაფერზე ინერვიულოს, რადგან იქ მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს ნამდვილად შეუძლია სხვა ყველაფერი  გადაწონოს.

Share Button