ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი; პასკალის პრემიის ლაურეატი 2015 და 2016 წლებში
ვკითხულობ წიგნებს, რომლებიც მიდევს თაროზე, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, საერთო ჯგუფში ვერ გავაერთიანე; ვკითხულობ, ასევე, პროფესიულ ლიტერატურას.
ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას, ზოგიერთი ქვეგანხრის გამოკლებით; ასევე – ჯაზს და მიყვარს კლასიკური მუსიკის მოსმენა ცოცხალი შესრულებით.
ვუყურებ ფილმებს, რომელიც იმ დროის განწყობას შეესაბამება. მომწონს კინოფესტივალებზე გამოტანილი არაჰოლივუდური ფილმები.
მიყვარს კონტრასტები – მოკლე პერიოდში გარემოების სწრაფი ცვლა.
მაინტერესებს ყველაფერი დედამიწის ზურგზე და მიწის ქვეშ, მგონი, კიდევ უფრო.
ვერთობი ქალაქგარეთ გასვლით, მეგობრებთან ურთიერთობით და „წმ. პარასკევობით“.
მინდა, საქართველოში შემოვიდეს ბევრი თანამედროვე ცოდნა და ახალგაზრდებს და „ძველგაზრდებს“ ხელი მიგვიწვდებოდეს განვითარების ამ ხელსაწყოზე; მინდა თავებში საბჭოთა კავშირის ნგრევა; მინდა Cards Against Humanity-ის თამაში.
შევცვლიდი საქართველოს დედაქალაქს.
ჩემი პროფესია არის იმის გამოძიება, თუ როდის და როგორ წარმოიქმნება მთები და ამ პროცესში რა გავლენას ახდენს ჩვენზე მეწყრების,მიწისძვრების, მდინარეების, კლიმატის ცვლილებისა და სხვა გამოვლინებებით.