ილიაუნის სამართლის სკოლის, III კურსის სტუდენტი
ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს ფინეთში, ტურკუს უნივერსიტეტში.
ვფიქრობ სამყაროს წარმოშობაზე, ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე.
ვკითხულობ ისტორიული და დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას.
ვუსმენ კლასიკურ მუსიკას.
მიყვარს მოგზაურობა, კითხვა.
მაინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა კანონებთან მიმართებაში. „სახელმწიფო“, ჩემი აზრით, უპირველესად, სწორედ კანონია. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უაღრესად საინტერესოც. ამიტომაც ავირჩიე პროფესიად სამართალი.
ილიაუნი არის უნივერსიტეტი ყველაზე საინტერესო და ბევრი პროგრამით. აქ სტუდენტს აქვს დიდი არჩევანი, თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა, თვითდამკვიდრების დიდი შანსი და პროფესიონალ, ყურადღებიან, გულისხმიერ ლექტორებთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
სტუდენტებს ვურჩევ, იყვნენ აქტიურები, მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე, იმოგზაურონ ბევრი, გაეცნონ სხვა ხალხის კულტურას და დააფასონ საკუთარი.