თამარ ნიჟარაძე

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

თამარ ნიჟარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (საბანკო და საფინანსო საქმე), მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

თამარი ერთი სემესტრი ტუშას უნივერსიტეტში (იტალია) –  ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობდა.

ლემშვენიერას საჯარო სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე და ილიაუნის ბიზნესის სკოლაში სრული სახელმწიფო გრანტით ჩავირიცხე. 4-ჯერ მივიღე პრეზიდენტის სტიპენდია. გავხდი ერასმუსის სტიპენდიატიც.

ამ პერიოდს ნამდვილად შემიძლია საოცარი თავგადასავლების 6 თვე ვუწოდო. სიამაყით მახსენდება, როდესაც მომეცა შესაძლებლობა, ტუშას უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ქართველი ლექტორების ლექციებსაც დავსწრებოდი.

საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ძალიან დამეხმარა, როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებაში. დავიწყე იტალიური ენის შესწავლა. გავეცანი ადგილობრივ აკადემიურ პერსონალს, საუნივერსიტეტო გარემოსა და სწავლების ხარისხს. ვიმოგზაურე რამდენიმე ქვეყანაში. შევხვდი არაერთ საინტერესო ადამიანს. გამიჩნდა საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყების სურვილი.

ამ პერიოდმა მეტად დამოუკიდებელი გამხადა. ცხადად დამანახა, რომ შრომითა და მონდომებით ნებისმიერი ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი.

Share Button