ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის თავისუფალი მეცნიერებების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი.
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალქულიანი სტუდენტი ილიაუნიში; ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 20-ეულში.
ვკითხულობ: ბლოგპოსტებს ნებაყოფლობით და ლიტერატურას საჭიროებისამებრ;
ვუსმენ: აბსოლუტურად ყველაფერს, ოღონდ ხასიათის მიხედვით;
ვუყურებ: ევროპულ კინოს;
ვფიქრობ: ადამიანებზე; ფილოსოფიაზე, მას შემდეგ, რაც შთა (სავალდებულო კურსი ილიაუნიში: „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“) დავიწყე;
მიყვარს: ხელოვნება;
შევცვლიდი: გავაქრობდი ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანს პირად ბედნიერებაში;
ილიაუნი არის: ადგილი, სადაც ერთდროულად შესაძლებელია განათლების მიღებაც და საინტერესო სტუდენტური ცხოვრების გატარება;
ჩემი პროფესია: მაძლევს ფართო განათლებას, შესაბამისად მიტოვებს მრავალმხრივი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას;
მიზანი: ჩამოყალიბების პროცესშია.