
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეკოლოგიის მიმართულებით.
ამჟამად, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობს სალონიკის (საბერძნეთი) არისტოტელეს უნივერსიტეტში.
? ვკითხულობ, ძირითადად, ფოლოსოფიურსა და დეტექტიურ ნაწარმოებებს. ასევე, სამეცნიერო სტატიებს.
◾ვუსმენ ყველანაირი ჟანრის მუსიკას, განწყობის შესაბამისად.
?ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, თითოეულმა ჩვენგანმა სულ მცირე სიკეთე რომ გააკეთოს ყოველდღე.
? მიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები და მარციპანი შოკოლადით.
?მინდა, საქართველო უფრო სუფთა და მწვანე ქვეყანა იყოს, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებით, ნაკლები ბრაკონიერითა და ნარჩენების მოწესრიგებული დახარისხება-გადამუშავების სისტემით.
▪როცა დავბრუნდები, სწავლის გაგრძელებასთან ერთად, ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში (CENN). ძირითადად, ახალგაზრდებთან ვმუშაობ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ როგორც უნივერსიტეტში, ისე სამსახურში.
? სტუდენტებს ვურჩევ, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა საკუთარი განვითარებისათვის. ვისურვებდი, რომ ყველა ახალგაზრდას მიეცეს საზღვარგარეთ სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა. პროფესიულს რომ თავი დავანებოთ, ეს საუკეთესო საშუალებაა პიროვნული განვითარებისთვის.
? ილიაუნი არის უნივერსიტეტი, რომელშიც ყველაზე მეტად ვაფასებ მის სამ ძირითად პრინციპს: აკადემიურ, სინდისის და არჩევანის თავისუფლებას. გარდა ამისა, კვალიფიციური ლექტორები, სწავლების თანამედროვე მეთოდები და სტუდენტის კეთილდღეობაზე მორგებული სისტემა ძალიან საინტერესოს ხდის ამ უნივერსიტეტს ჩემთვის.