ანა ზაქარაძე

ანა ზაქარაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (მენეჯმენტის მიმართულებით), მე-4 კურსის სტუდენტი, ილიაუნის Erasmus + -ის გაცვლითი პროგრამების სტიპენდიატი და გაცვლითი პროგრამის მონაწილე, თავისი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ.

ანა ერთი სემესტრით იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერისტეტში (თურქეთი, ანკარა), სადაც სწავლობდა ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტზე, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

,,ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  მესამე კურსის მეორე სემესტრი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში გავატარე, რომელიც საუკეთესოა  თურქეთის მასშტაბით, ხოლო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის მე-11 ადგილს იკავებს. ჩემი სპეციალობის გარდა დაინტერესებული ვარ უცხო ენების შესწავლით.  ანკარაში ყოფნისას საკმაოდ დიდი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მივიღე, რაც ნამდვილად გამომადგება სამომავლო კარიერულ წინსვლასა თუ განვითარებაში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ უნივერსიტეტში თეორიული ცოდნა ყოველთვის ერწყმის პრაქტიკულს. პირველივე კურსიდან სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ,  უშუალო კავშირი ჰქონდეთ წარმატებულ მეწარმეებთან, მოწინავე ბიზნესკომპანიებთან და მათი დახმარებით დაგეგმონ თავიანთი სამომავლო ბიზნესკარიერა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველივე კურსიდანვე მეხმარებოდა ჩემი მიზნებისა და გეგმების განხორციელებაში. მეც  ვცდილობ, აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა მოხალისეობრივ თუ შემეცნებით აქტივობაში, რომლებიც იგეგმება როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ.

ჩემს ახლანდელ დასაქმებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მონაწილეობა მივიღე უნივერსიტეტის წლის დასაქმების ფორუმში. სიმართლე გითხრათ,  დასაქმების ფორუმის მიმართ თავიდან სკეპტიკურად ვიყავი გაწყობილი,  ამიტომ იშვიათად თუ ვესწრებოდი მსგავსს ღონისძიებებს. ამ შეხვედრაზეც სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, მაგრამ ამ შეხვედრიდან ზუსტად ერთ კვირაში მუშაობა დავიწყე საკმაოდ პერსპექტიულ და წარმატებულ კომპანიაში, რომელიც ზუსტად შეესაბამება ჩემს ინტერესებს და აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს.”

#WeAreIliauni #ErasmusPlusISU

Facebook
Twitter
LinkedIn