29-30 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები – ნინო გაბელაშვილი, ოთარ ჯინჭარაძე, სალომე სამსიანი, მარიამ ანჯაფარიძე – ეწვივნენ კოსოვოს, სადაც მონაწილეობა მიიღეს პრიშტინის უნივერსიტეტის “Hasan Pristina” (კოსოვო) მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის სიმულაციაში.
სიმულაცია, რომელიც გაიმართა Erasmus + Jean Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking “Europe at the periphery) ფარგლებში, ეხებოდა თემას „ევროკავშირის გავლენა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე უკრაინის ომის ფონზე.
სიმულაციაში მონაწილეობას იღებდა 30-მდე სტუდენტი სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტიდან. ილიაუნის წარმომადგენლები სიმულაციაში წარმატებული მონაწილეობისათვის გამორჩეული დელეგატების პრიზებით დაჯილდოვდნენ.
კოსოვოში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფ. გიორგი გვალია და პროფ. დავით აფრასიძე.
2023 წელი