ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ გერმანიშვილი თავისი გამოცდილების შესახებ გვიყვება:
,,ადამიანი ბევრს უნდა შრომობდეს სასურველი მომავლის შესაქმნელად. სკოლიდანვე აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტში როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც. ამან მეტი მოტივაცია მომცა სტუდენტობის პერიოდში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დახმარებით შევძელი Erasmus + პროგრამაში მონაწილეობა. მთავარია, ჩვენი უნარ-ჩვევების შესაბამისი სამსახური ვიპოვოთ, რომელიც დაგვეხმარება როგორც კარიერულ, ისევე პიროვნულ განვითარებაში.
ამჟამად ვმუშაობ ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე წარმატებულ საერთაშორისო კომპანიაში “UGT”, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას სწავლასთან ერთად. არაჩვეულებრივ გარემოში მოვხვდი.
ვაკანსიის შესახებ კი UNI-JOBS მეილიდან მივიღე ინფორმაცია. უნივერსიტეტის მეილს ხშირად ვამოწმებ, რადგან სტუდენტებს ამ გზით საშუალება გვაქვს, აღმოვაჩინოთ პროექტები როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამასთან ილიაუნი ყოველწლიურად ატარებს დასაქმების ფორუმს, რომელშიც ბევრი კომპანია მონაწილეობს და ვაკანსიებს გვთავზობს, რომლებიც სტუდენტებზეა „მორგებული“. სწორედ ეს სერვისი დამეხმარა დასაქმებაში.
სტუდენტებს ვურჩევ, მიზნის მისაღწევად მაქსიმალურად დაიხარჯონ, არ დანებდნენ პირველი ცდაზე, არ დაკმაყოფილდნენ მცირედით და ყოველთვის ჰქონდეთ უკეთესი მომავლის ამბიცია.
#WeAreIliauni #ISUCareers #ISUSuccessStories